ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს
გერმანია უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმის შედეგების აღიარებას არ აპირებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში განუცხადა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესია იმართება.
„აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ფიქტიური „რეფერენდუმები“ მიუღებელია და მათი ჩატარების პირობები არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიღწეულ შეთანხმებებს“, – განაცხადა შოლცმა.
ცნობისთვის, რუსეთის შემადგენლობაში ლუგანსკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკის შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.