რუსეთის შემადგენლობაში ლუგანსკის ე.წ.რესპუბლიკის შესვლის ე.წ. რეფერენდუმი 23 – 27 სექტემბერს ჩატარდება
რუსეთის შემადგენლობაში ლუგანსკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკის შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.
ამის შესახებ ე.წ. მთავრობის Telegram-არხი ე.წ. სახალხო საბჭოს თავმჯდომარის, დენის მიროშნიჩენკოს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის სუბიექტად შესვლის შესახებ რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.