შს მინისტრის მოადგილე: თავდამსხმელმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია – მას ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მძარცველმა დაკავების პროცესში პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას საკმაოდ მძიმე შეიარაღება ჰქონდა.

„პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ყველა მძევალი არის გათავისუფლებული და თავს გრძნობენ კარგად. თავდამსხმელი არის დაკავებული. ყველა პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს მრავალსაათიანი ღონისძიება და ყველაფერი დასრულდა წარმატებით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ღონისძიების ფარგლებში მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს მაღალპროფესიონალურად, შეძლეს, რომ ხელყუმბარა, რომელიც თავდამსხმელს ჰქონდა, მას მოქმედებაში არ მოეყვანა. თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება – დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები