„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

თავდამსხმელი, რომელიც დღეს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა და მძევლები აიყვანა, გრიგოლ ნარსიაა.

ის სამართალდამცველებმა თითქმის 9-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. თავდასხმა ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე დილის 11 საათზე განხორციელდა. მძარცველს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ის 2 მილიონ აშშ დოლარს, „სპრინტერის“ ფირმის მანქანას, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვდა. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პერიოდულად მძევლების ვიდეოები ვრცელდებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნით ხდებოდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, მათ შორის, ტერორიზმის მუხლითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები