„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია. სპეცოპერაციას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სროლა უძღოდა. ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

თავდასხმა საქართველოს ბანკზე დილის 11 საათზე განხორციელდა. მძარცველს მძევლები ჰყავდა აყვანილი. ის 2 მილიონ აშშ დოლარს, „სპრინტერის“ ფირმის მანქანას, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვდა. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პერიოდულად მძევლების ვიდეოები ვრცელდებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნით ხდებოდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, მათ შორის, ტერორიზმის მუხლითაც.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკს“ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები