ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელი ფულთან ერთად რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს (ვიდეო)

ქუთაისში პირი, რომელიც “საქართველოს ბანკში” შეიჭრა, “სპრინტერის” ფირმის მანქანას, 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს.

ვიდეო ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში ისმის მძევლების საუბარი, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე წამზომია ჩართული.

ქუთაისში რუსთაველის გამზირზე “საქართველოს ბანკზე” თავდასხმა დღის 11:00 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს 12 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი. არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ორი ბანკის თანამშრომელია, დანარჩენი კი – მომხმარებელი.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები გამოძიება დაწყებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები