ოკუპანტებმა ბახმუტი დაბომბეს – ჩამონგრეულია მაღალსართულიანი შენობის სამი სადარბაზო (ვიდეო)

რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტი დაბომბეს.

სარაკეტო იერიშის შედეგად, მაღალსართულიანი კორპუსის სამი სადარბაზოა ჩამონგრეული.

​ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ Telegram-ში დაწერა.

კერძოდ, ინტენსიური იერიშები იყო დონეცკისა და გორლოვკას მიმართულებით.

“მაღალსართულიან კორპუსს ნანგრევებში შესაძლოა, ორი ადამიანი იყოს. ადგილზე მაშველები მუშაობენ,” – დაწერა კირილენკომ.

მისივე ინფორმაციით, სროლები იყო სევერსკშიც. დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 2 კერძო სახლი განადგურდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

გარდა ამისა, ღამით რუსებმა ავდეევკას ძველი ნაწილი, ხოლო დილით  ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები