ზელენსკი რუსეთს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ომის დანაშაულში ადანაშაულებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში წამებასა და ომის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.
„დღეის მდგომარეობით, დაკრძალულია 450 გარდაცვლილი. თუმცა, არის სხვა სამარხები. ნაწამები ხალხი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, არის თუ არა ომის დანაშაულის ნიშნები, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა – „არის გარკვეული მტკიცებულებები და ტარდება შეფასებები, უკრაინული და საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მსოფლიომ ეს აღიაროს“.
იზიუმში, მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. წამების ნიშნებით, ბავშვები, სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრები. რუსეთი ტოვებს მხოლოდ სიკვდილს და ტანჯვას. თქვენ ვერ გაიქცევით. თქვენ ვერ დაიმალებით. შურისძიება სამართლიანი და საშინელი იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ქალაქ იზიუმის მახლობლად მდებარე ტყეში მასობრივი სამარხი 15 სექტემბერს აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია დამარხული.
როგორც უკრაინის შსს-ში აღნიშნავენ, იზიუმში დაღუპულთა მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი შესაძლოა, 1000 ადამიანს მიუახლოვდეს, რაც ბუჩაზე ორჯერ მეტი.