რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი – ზუგდიდსა და სენაკში 

15 და  16 სექტემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრი ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრსა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენს სპექტაკლს – გ. ერისთავი „ძუნწი”. სპექტაკლის რეჟისორია – გოჩა კაპანაძე.
რუსთაველის თეატრის ინფორმაციით, გასტროლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.
სპექტაკლების დაწყების დრო:19:00 საათი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები