ლევან იოსელიანი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობები მიმოიხილეს.
„შეხვედრა ახლად დანიშნული ელჩის ინიციატივით გაიმართა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გავცვალეთ. დიპლომატს ვესაუბრე პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
გავაცანი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია. ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის მნიშვნელობასა და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაზე. იმედი გამოვთქვი, რომ კონფლიქტი, რომელიც არსებობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებითა და შეთანხმებით გადაწყდება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა.