ირპენში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა იქნება

უკრაინის ქალაქ იპრენში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაიხსნება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინელი დიპლომატი ტატიანა კოვპაკი წერს.

საკითხს ასევე ქართველი სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი გამოეხმაურა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „ირპენის მერია დაგვთანხმდა! ქალაქში ქართველი მებრძოლების სახელობის ქუჩა გაჩნდება და ამ ქუჩაზე ჩვენ კოხტა მემორიალურ სკვერს მოვაწყობთ“.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები