“ფაშინიანი უნდა გადადგეს” – სომხეთის პარლამენტთან დაღუპული ჯარისკაცების მშობლების აქცია დაიწყო (ფოტო, ვიდეო)

სომხეთ-აზერბაიჯანის 2020 წლის 44-დღიან ომში დაღუპული ჯარისკაცების ნათესავებმა და მათმა მხარდამჭერებმა ქვეყნის პარლამენტთან შეკრება დაიწყეს – ისინი ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან პოლიციის ძალებია მობილიზებული. დამირჩიანის ქუჩა პოლიციის მიერ არის გადაკეტილი.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები პარლამენტის სამსახურებრივი შესასვლელისკენ მიემართებიან და იქ პარლამენტარებთან შეხვედრას აპირებენ.

დღეს პარლამენტის სხდომაა ჩანიშნული, ასევე, ადილობრივი დროით 16:30 საათზე – სამთავრობო საათი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები