“ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ჩვენი პოზიციები საარტილერიო ცეცხლს იგერიებენ” – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ “სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, 13-14 სექტემბრის ღამეს და დღეს დილით სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარიდან ყალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში ჩვენს ქვედანაყოფებს ცეცხლი გაუხსნეს”.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ რაიონებში განლაგებული, აზერბაიჯანული ქვედანაყოფები ადეკვატურად რეაგირებენ.

“ამ დრომდე ჩვენი პოზიციები პერიოდულად ხდება ცეცხლის სამიზნე. ჩვენი ქვედანაყოფები აუცილებელ საპასუხო ზომებს მიმართავენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ანალოგიური შინაარსის განცხადება დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ სომეხი სამხედროები საპასუხო პროპორციულ ზომებს მიმართავენ, რადგან აზერბაიჯანულმა მხარემ ვერინ შორჯისა და ჯერმუკის მიმართულებით 08:00 საათიდან არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შეტევითი ოპერაციები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები