“აზერბაიჯანმა შეტევითი ქმედებები ისევ დაიწყო” – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ვერინ შორჯისა და ჯერმუკის მიმართულებით 14 სექტემბერს, 08:00 საათიდან არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, შეტევითი ოპერაციები დაიწყო.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, არამ ტოროსიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ღამით ვითარება დაძაბული რჩებოდა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჯერმუკის მიმართულებით დამრტყმელი დრონებს იყენებდნენ, სხვა მიმართულებით შედარებით სიმშვიდე იყო.

ტოროსიანის ამბობს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ატარებენ პროპორციულ მოქმედებებს და ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს.

„შექმნილ ვითარებასა და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, – განაცხადა სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები