ბორელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაზარდონ
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ბლოკის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდებს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაზარდონ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დახმარება ეფექტურია“, – განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე მტკიცებით, ერთ დღესაც და კვირასაც კი მნიშვნელობა აქვს, რადგან უკრაინაში ზამთრის დადგომასთან ერთად, ქვეყნის აღმოსავლეთით საომარი მოქმედებების წარმოება გართულდება.
„როდესაც ვლადიმერ პუტინმა ეს ომი დაიწყო, ვის შეეძლო, ეწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდებოდა, თავდაცვაზე გადასულიყო და ფაქტობრივად, უკან დაეხია? ასეთ რამეს საერთოდ ვინ წარმოიდგენდა?“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.