„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების ესკალაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“ – ეუთოს თავმჯდომარე

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნიევ რაუმ განაცხადა.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების ესკალაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. აქამდე მიღწეული დიპლომატიური პროგრესი არ უნდა დაიკარგოს. ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში მიღწეულია პროგრესი, მათ შორის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მუშაობის გაგრძელებაზე. ეს შეტაკებები საფრთხეს უქმნის ამ პროგრესს და უამრავ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნა ზბიგნიევ რაუმ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების დაწყებაში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 სექტემბერს, გვიან ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკასანის, კალბაჯარის და ლაჩას მიმართულებით მასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს.

თავის მხრივ, სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ შეტაკებები სომხეთის საზღვართან – ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის მიმართულებით განახორციელა. მხარეებს შორის ინტენსიური შეტაკებების შედეგად დაღუპულია ათობით ადამიანი, არიან დაჭრილებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები