ელისაბედ მეორის ცხედარი ლონდონში გადაასვენეს
დიდი ბრიტანეთს დედოფლის, ელისაბედ მეორის ცხედარი ედინბურგიდან ლონდონში გადმოასვენეს. ამის შესახებ BBC-ი წერს.
მონარქი ჩასასვენებელი კორტეჟით ბუკინგემის სასახლეში მიასვენეს, რასაც იქ შეკრებილი ხალხის აპლოდისმენტები და შეძახილები – „მშვიდად განისვენე“ მოჰყვა.
დედოფლის გადმოსვენებისას ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ III, პრინცესა ანა, პრინცი ედუარდი, პრინცი ენდრიუ და დედოფლის შვილიშვილები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. ცხედარს ხვალ ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სასახლეში გადაასვენებენ. დიდი ბრიტანეთის მონარქს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.