დიმიტრი მედვედევი: კიევმა წარმოშვა „უსაფრთხოების გარანტიების“ პროექტი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის პროლოგია

კიევის პროექტი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არის პირველი ნაბიჯი გლობალური კონფლიქტისკენ, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„კიევმა წარმოშვა „უსაფრთხოების გარანტიების“ პროექტი, რომელიც არსებითად მესამე მსოფლიო ომის პროლოგია. რა თქმა უნდა, არავინ მისცემს „გარანტებს“ უკრაინელ ნაცისტებს“, – განაცხადა მედვედევმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ დასავლეთი კიევის იარაღით დატენვას გააგრძელებს, უკრაინაში სამხედრო კამპანია ახალ დონეზე გადავა და ხილულ საზღვრებს დაკარგავს.

„ჩვენმა მოსისხლე მეგობრებმა – სხვადასხვა კალიბრის დასავლელმა ბოსებმა, რომელთაც ეკუთვნით ისტერიული მიმართვა (საუბარია უსაფრთხოების შესახებ კიევის შეთანხმების პროექტზე, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა) – საბოლოოდ უნდა გაიგონ ერთი მარტივი რამ. ეს პირდაპირ ეხება ნატოსა და რუსეთს შორის ჰიბრიდულ ომს. თუ ეს იდიოტები გააგრძელებენ კიევის რეჟიმის ყველაზე სახიფათო ტიპის იარაღებით დატენვას, ადრე თუ გვიან, სამხედრო კამპანია სხვა დონეზე გადავა“, – წერს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები