გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, შოლცმა პუტინს უკრაინის კონფლიქტში დიპლომატიური გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და უკრაინიდან რუსული ჯარების რაც შეიძლება მალე გაყვანაზე იქნება დაფუძნებული.

ამასთან, 90-წუთიან სატელეფონო საუბარში შოლცმა ხაზი გაუსვა უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, გააგრძელოს გაეროს მიერ მხარდაჭერილი მარცვლეულის შეთანხმების სრულად განხორციელება.

„ფედერალურმა კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება და არავითარ შემთხვევაში არ იქნება აღიარებული“, – განაცხადეს ფედერალური კანცლერის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები