ზიუგანოვმა “სპეცოპერაციას” ომი უწოდა და მობილიზაციის მოწოდებით გამოვიდა

რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა რუსეთის სათათბიროს საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალური ოპერაცია“ სრულფასოვან ომში გადაიზარდა.

ამის შესახებ Meduza წერს.

მან აღნიშნა, რომ სათათბიროს სესია ასეთ „რთულ და დაძაბულ ვითარებაში“ ჯერ არ გახსნილა.

ზიუგანოვმა თქვა, რომ იმ ორ თვეში, რაც სახელმწიფო დუმამ შვებულებაში გაატარა, სიტუაცია, მათ შორის, ფრონტზე – “მკვეთრად შეიცვალა”.

„უკრაინაში ნაცისტების, ბანდეროველების, ფაშისტების წინააღმდეგ სამხედრო-პოლიტიკური ოპერაცია სრულფასოვან ომში გადაიზარდა, რომელიც გამოგვიცხადეს ამერიკელებმა, ნატო-ს წევრებმა და გაერთიანებულმა ევროპამ… ომი და სპეცოპერაცია ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. სპეცოპერაცია გამოაცხადე და შეგიძლია, ის შეწყვიტო. ომს ვერ შეაჩერებთ, ძალიანაც რომ გინდოდეთ. ბოლომდე წასვლა მოგიწევთ. ომს ორი შედეგი შეიძლება, ჰქონდეს: ან გამარჯვება, ან დამარცხება“, – თქვა ზიუგანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები