რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს უკვე ევროკავშირის 9 ქვეყანა არ გასცემს

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ ქვეყნის მოქალაქეებზე ვიზებს ევროკავშირის 9 ქვეყანა აღარ გასცემს.

ასოციაციაში ამბობენ, რომ ვიზის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებისგან დოკუმენტებს აღარ იღებენ: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, დანია, ბელგია და ნიდერლანდები.

ამავდროულად, ზოგიერთი ქვეყანა აგრძელებს რუსებისთვის ვიზების გაცემას.

მათ შორის არის არიან: იტალიაში, ესპანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, უნგრეთი და კვიპროსი. აღნიშნული ქვეყნები ტურისტებისთვის ეროვნულ ვიზებს გასცემენ.

12 სექტემბრიდან რუსეთის ფედერაციასთან ევროკავშირის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება შეჩერდა.

ევროკავშირს რუსი ტურისტების მოგზაურობის აკრძალვის საერთო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები