“არავისთვის დერეფნის შექმნას არ ვაპირებთ, მაგრამ მზად ვართ, ყველა მეზობელს კომუნიკაციები გავუხსნათ” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი თავის ტერიტორიაზე არავისთვის დერეფნის შექმნას არ აპირებს, მაგრამ მზად არის, ყველა მეზობლისთვის კომუნიკაციები გახსნას, მათ შორის – აზერბაიჯანისთვის.

ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების სხვაგვარ ინტერპრეტაციას აგრძელებს და სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნისა თუ დერეფნების შესახებ აკეთებს განცხადებებს.

„ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ გზები იმ ლოგიკით, რომ რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის, სომხეთი და აზერბაიჯანი შეძლებს ამ მარშრუტების გამოყენებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები