ლუგანსკის აეროპორტის შენობა იწვის

უკრაინის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ლუგანსკში ორმხრივი ინტენსიური სროლების შედეგად შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ამჟამად ბრძოლები ქალაქის გარეუბანში მიმდინარეობს. ლუგანსკის მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით, ნაციონალური გვარდიის წევრები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთებთან. იმავე სააგენტოს ინფორმაციით, პარასკევს საღამოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთებმა ჩამოაგდეს უკრაინული სატრანსპორტო ავიალაინერი, რომელიც ლუგანსკის მიმართულებით მიფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები