უკრაინის გენშტაბი: რუსეთის სამხედრო სარდლობა უკრაინაში ახლად ჩამოყალიბებული ქვედანაყოფების გაგზავნას აჩერებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო სარდლობა უკრაინაში ახლად ჩამოყალიბებული ქვედანაყოფების გაგზავნას აჩერებს.
ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საბრძოლო მოქმედებების თეატრში არსებულმა მდგომარეობამ და უმაღლესი სარდლობის მიმართ უნდობლობამ აიძულა მოხალისეთა დიდი რაოდენობა, კატეგორიული უარი ეთქვათ საბრძოლო პირობებში სამსახურის პერსპექტივაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვითარებაზე გავლენას ახდენს ინფორმაცია რუსი დაღუპული სამხედროების რაოდენობის შესახებ, რომელშიც არ მოიაზრება კერძო სამხედრო კომპანიებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მობილიზებულთა დანაკარგები.
მათი თქმით, რუსეთიდან ახალი დანაყოფების გაგზავნასთან დაკავშირებით სიტუაცია დაჭრილების მიმართ რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულების გამო რთულდება.