ვლადიმერ პუტინი სოჭში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სოჭში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღში ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების გზები და ეკონომიკური საკითხები იქნება.
კრემლის ინფორმაციით, პუტინი ორივე პრეზიდენტს ცალ-ცალკე შეხვდება. მდგომარეობა მთიან ყარაბაღში რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომეხმა და აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. გასულ საღამოს კი ტვიტერის საკუთარ გვერდზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დაპირისპირების მეორე ეტაპის დაწყების შესაძლებლობა არ გამორიცხა.