გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე უარი განაცხადა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე უარი განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„დასავლური ქვეითთათვის განკუთვნილი საბრძოლო მანქანები ან ძირითადი საბრძოლო ტანკები არც ერთ ქვეყანას არ მიუწოდებია. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ გერმანია ასეთ ქმედებებს ცალმხრივად არ განახორციელებდა“, – განაცხადა ლამბრეხტმა.