კიევმა რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი თქვა
ოფიციალურმა კიევმა უარი განაცხადა რუსეთის მიერ ჰუმანიტარული კორიდორების გახსნისა და დახმარების შესახებ. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, წითელი ჯვრის ეგიდით დახმარებოდა დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობას, თუმცა, კიევის აზრით, რუსული კორიდორების შექმნამ შეიძლება ძალიან დაძაბოს სიტუაცია დონბასზე. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა განაცხადა.
,,რუსეთის მიერ შემოთავაზებული ყველანაირი ჰუმანიტარული დახმრების შეთავაზებაც კი დღეს ჩვენთვის მიუღებელია, მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოუწოდონ რუსეთს, თავი შეიკავოს მსგავსი შეთავაზებებისგან“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.