პარლამენტში “ბებიის დღის” დაწესებაზე იმსჯელებენ
დღეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქვეყანაში ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ.
აღნიშნული ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის მაისში საქართველოს მოქალაქე მიხეილ სახვაძემ მიმართა.
განცხადების ავტორი აღნიშნული დღის დაწესების მიზეზებს ასახელებს და ამბობს, რომ ბებიის დღე 17 სექტემბერს ცნობილი ქართველი მსახიობი ქალის, სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეზე უნდა დაწესდეს.