ენერგოატომი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გაჩერებულია

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოქსელიდან გათიშეს. მიმდინარეობს მისი გაცივებისთვის მომზადება.

უწყების ცნობით, უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში მე-6 ენერგობლოკი მხოლოდ კრიტიკულად დაბალ სიმძლავრეზე მუშაობდა, ვინაიდან რუსეთის თავდასხმის შედეგად აეს-ის უკრაინის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი ყველა ხაზი დაზიანდა.

“10 სექტემბერს ერთ-ერთი ასეთი ხაზის მუშაობის აღდგენის შემდეგ, ზაპოროჟიეს აეს-ის შიდა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გახდა შესაძლებელი უკრაინის ენერგოსისტემიდან. შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება №6 ენერგობლოკის გათიშვის შესახებ და მისი გადაყვანა შედარებით უსაფრთხო მდგომარეობაში – ცივი გაჩერება. ხაზების განმეორებით დაზიანების შემთხვევაში, რისი რისკიც ძალიან დიდია, ზაპოროჟიეს აეს-ის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დიზელის გენერატორების საშუალებით მოხდება. რომელთა მუშაობის ხანგრძლივობა შეზღუდულია ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა და დიზელის საწვავის მოცულობით“, – აცხადებენ ენერგოატომში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები