ვოლოდიმირ ზელენსკი: სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია
“სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა – იტყობინება “უნიანი”.
„ჩვენი ჯარისკაცების სვლა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. რუსული არმია ამ დღეებში ავლენს ყველაზე უკეთესს, რისი კეთებაც შეუძლია – გვაჩვენებენ ზურგს. საბოლოო ჯამში, ეს არ არის ცუდი არჩევანი მათთვის – გაქცევა. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არასდროს იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.