რომეო მიქაუტაძე: პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში დარგს უვლიან, რათა ქვეყანაში იყოს უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგება
„პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში დარგს უვლიან, რათა ქვეყანაში იყოს უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგება,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომლებიც გარდაბანი – 2 – ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
„ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს დღე. მე დარგთან მაკავშირებს 20-წლიანი ურთიერთობა. ნამდვილად თბილი დარგია – ის ანათებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, შეაქვს ოჯახებში განვითარება და სითბო – დღეს საქართველოს ენერგეტიკის მიღწევები არა ერთი ან ორი, არამედ ყველა თქვენგანის, ყველა ენერგეტიკოსის დამსახურებაა. დიდი მადლობა თქვენ ამისათვის,” – მიმართა მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს.
ენერგეტიკოსის დღე მეოცე წელია, რაც აღინიშნება საქართველოში. ამ თარიღს საფუძვლად დაედო ზაჰესის მშენებლობის დასრულება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.