ჩარლზ III-ს გაერთიანებული სამეფოს მონარქად დღეს ოფიციალურად გამოაცხადებენ
გაერთიანებული სამეფოს მონარქად ჩარლზ III-ს დღეს ოფიციალურად გამოაცხადებენ. ისტორიული ცერემონიალი სენთ-ჯეიმსის სასახლეში დღეს, 10 სექტემბერს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გარდაცვლილი დედოფლის მიმართ გლოვის გამოცხადების ნიშნად დაშვებული ყველა დროშა მემკვიდრეობის საბჭოს შემდეგ აიწევა, რასაც ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს.
საბჭოზე, რომელიც ადგილობრივი დროით 10 საათზე დაიწყება, მეფე თავად გამოაცხადებს დედოფლის გარდაცვალების შესახებ და დადებს ფიცს შეინარჩუნოს შოტლანდიის ეკლესია – ვინაიდან შოტლანდიაში გაყოფილია მმართველობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.
სტუმრებს შორის იქნებიან კამილა, ჩარლზის მეუღლე, რომელსაც ახლა დედოფალი-კონსორტის ტიტული აქვს და მეფის შვილი უილიამი.
73 წლის ჩარლზი ხუთშაბათს, დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, ავტომატურად გახდა მონარქი და დღევანდელი პროცედურები კონსტიტუციური ფორმალობაა მისი სუვერენიტეტის აღიარებისთვის.