ხორვატიაში მატარაებლების შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 11 – დაშავდა

ხორვატიაში, ოკუჩანისა და ნოვსკის დასახლებულ პუნქტებს შორის სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 11 – დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია,  სასწრაფო დახმარების 8 ბრიგადა შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან 35 წუთში მივიდა, მოგვიანებით კი დამატებით 4 ბრიგადა იქნა გამოძახებული. ადგილზე 11 დაშავებული ადამიანი იყო. შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულებს შორის არიან უცხოელებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები