ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო „ბირთვული ავარიის“ საფრთხის გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბომბვის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

A view shows the Zaporizhzhia Nuclear Power Plant in the course of Ukraine-Russia conflict outside the Russian-controlled city of Enerhodar in Zaporizhzhia region, Ukraine August 30, 2022. REUTERS/Alexander Ermochenko

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი „ბირთვული ავარიის“ საფრთხის გამო, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბომბვის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც მან აღნიშნა, „სერიოზული ვითარება“ მას შემდეგ შეიქმნა, რაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქ ენერგოდარს ამარაგებს, დაბომბვის შედეგად განადგურდა.

გროსი ბირთვული უსაფრთხოების დაცვის ზონის შექმნის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის და აცხადებს, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბირთვული ავარიის პირისპირ არ აღმოვჩნდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები