ამერიკულ გავლენიან გამოცემებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცნობილ ამერიკელ მოგზაურ ჟურნალისტსბენჯამინ კემპერს მასპინძლობს. ბენჯამინ კემპერი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მედიასაშუალებებთან, როგორებიცაა: Bloomberg, CNN, Condé Nast Traveler, National Geographic, The Daily Beast, The Guardian, The Wall Street Journal, Thrillist, Time, Saveur და სხვ. პრესტურის ფარგლებში, ბენჯამინ კემპერმა თბილისი, თელავი, პანკისის ხეობა, მესტია და უშგული მოინახულა.
ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის, ლაშქრობის, ფრინველებზე დაკვირვების, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ სტატიებს მოამზადებს, რომელსაც მაღალრეიტინგული გამოცემები – Daily Beast და Saveur გამოაქვეყნებენ. პრესტურის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.