გაიდაი: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან იძულებით 100-ზე მეტი ბავშვი გაიყვანეს
რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქიდან რუსეთის ფედერაციაში 100-ზე მეტი ბავშვი, რომელთა მშობლებს მეურვის უფლებები ჩამოერთვათ, იძულებით გაიყვანეს.
ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგეი გაიდაიმ ტელეეთერში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომ “რაშისტებმა” 100-ზე მეტი ბავშვი, რომელთა მშობლებს ჩამოერთვათ მშობლის ან მეურვის უფლება, რუსეთში გაიყვანეს. ასევე, იყო ფაქტები რუბიჟნეში, როდესაც ბავშვებს ართმევდნენ ქალებს და ქალებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საგუშაგოებზე აგზავნიდნენ, რათა გაერკვიათ უკრაინელი სამხედროების რაოდენობა, რა რაოდენობის და როგორი ტექნიკა აქვთ და ემუქრებოდნენ, რომ თუ ინფორმაციას არ მიიღებდნენ, შვილებს წაართმევდნენ ან სულაც მოკლავდნენ”, – თქვა გაიდაიმ.