“თამაში უკვე დასრულდა, პუტინმა აქ წააგო” – ბლინკენი

უკრაინაზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება მისი ომი რუსეთთან, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები “უკრაინას უნდა დაუბრუნდეს”.

“ამას გადაწყვეტს პრეზიდენტი ზელენსკი, უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ლიდერი”, – განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში უკრაინაში ვიზიტის შემდეგ.

„მათ უნდა დაადგინონ, რა პირობებში სურთ ურთიერთობა და დიპლომატიაში ჩართვა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად თქვა, რომ როდესაც ეს დასრულდება, დიპლომატია დასრულდება, მაგრამ სერიოზულ დიპლომატიას ორი მხარე ესაჭიროება და ამ ორიდან ერთი დაკარგულია. არანაირი ნიშნები არ არის, რომ ის გამოჩნდება და საუბარია რუსეთზე“, – თქვა დიპლომატმა.

სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ სანამ რუსეთი არ აჩვენებს დიპლომატიურ მუშაობაში ჩართვის სერიოზულობას, “სამწუხაროდ, ცოტა რამის გაკეთება შეიძლება”.

„რუსეთმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთის ტერიტორიები მიიტაცა. ეს არის უკრაინა, ეს არ არის რუსეთი და ბოლოს, ეს ტერიტორიები უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. უნდა დადასტურდეს უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამაში ეჭვი არ მეპარება“, – თქვა მან.

ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს „საკუთარი რწმენის რეალიზებას, რომ თითქოს უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის და რუსეთის საკუთრებაა“.

“ეს თამაში უკვე დასრულდა. პუტინმა აქ წააგო“, – თქვა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები