დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონპროექტზე იმსჯელეს

საჯარო შესყიდვების რეფორმის ფარგლებში „საჯარო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც დეპუტატებთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადებული ეფექტური საკომუნიკაციო დოკუმენტის თაობაზე, რომელიც ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების ინფორმირებულობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

„ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ არის საჯარო შესყიდვების კანონპროექტი. დღეს, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად განვიხილეთ კანონის პროექტით გათვალისწინებული სიახლეების ძირითადი არსი, გამოწვევები, ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამების საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა”, რომელსაც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი პარლამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები