“უკრაინაში შეჭრით არაფერი დაგვიკარგავს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში შეჭრით რუსეთს არაფერი დაუკარგავს და პირიქით, სუვერენიტეტი განამტკიცა.

მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყება „მტრის ქმედებებზე სარკისებური პასუხი“ იყო.

ამის შესახებ მან აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინის ომის შედეგად რუსეთს არაფერი დაუკარგავს, მსოფლიოს პოლარიზაცია კი მას მხოლოდ სარგებელი მოუტანა.

„ვფიქრობ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. შეძენის თვალსაზრისით, შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება”, – თქვა მან.

მისი თქმით, სამხედრო ოპერაციების თვალსაზრისით, რუსეთის არაფერი დაუწყია, ის მხოლოდ დასრულებას ცდილობს.

2014 წლიდან დონბასში ომის კომენტირებისას, კრემლის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამ ტერიტორიების მ ხოვრებლების დახმარება რუსეთის ფედერაციის მოვალეობაა და ქვეყანამ დაიწყო საომარი მოქმედებები, როგორც ”სარკისებრი პასუხი მტრის ქმედებებზე – შეიარაღებული გზით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები