საოკუპაციო ჯარებმა კრივოი როგში ნავთობის საცავი დაბომბეს – მეხანძრეები ძლიერ ხანძარს ებრძვიან

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში კრივოი როგზე მიიტანეს, რის შედეგადაც ნავთობის საცავში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ “ტელეგრამში” დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ დაწერა.

“სარაკეტო იერიში გვაქვს კრივოი როგზე. ძლიერი ხანძარია ნავთობის საცავში. ადგილზე მეხანძრეები და სახანძრო მატარებელი მუშაობს. ნგრევის მასშტაბები და ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება”, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები