ილია დარჩიაშვილი: ასოცირების საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად ასპექტებს განვიხილავთ
“მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-7 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ეს გახლავთ ასოცირების საბჭოს პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად ასპექტებს”, – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.