მიხეილ სარჯველაძე: ანომალიური მოვლენაა, როცა ოპოზიცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ იღებს
“ანომალიური მოვლენაა, როცა ოპოზიცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ იღებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბოიკოტის მიზანი შეიძლება, ქართულ პოლიტიკაში განხეთქილების შეტანა იყოს.
„ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას ერთობლივი მუშაობა, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ოპოზიციამ ამ პროცესს გამოუცხადა სრულიად გაუგებარი ბოიკოტი, ვიტყოდი – ეს არის ანომალიური მოვლენა, როცა ოპოზიცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ იღებს. დიდი ნაწილი სამუშაოსი უკვე მომზადებულია ხელისუფლების მხრიდან, ამ ალტერნატივების მომზადებას რა ფუნქცია აქვს, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, გასაგები არ არის. ეს ინიციატივები წარმოდგენილი რომ იქნება, ეს, ბუნებრივია, განსახილველი იქნება. თუმცა, ამის მიზანი ერთი შეიძლება – იყოს, რომ რამენაირად განხეთქილების მომტანი მიზეზი შემოიტანონ ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა სარჯველაძემ.