შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის ეკონომიკისა და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის ეკონომიკისა და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ხაირ აბუ საალიკსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის მზარდ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იორდანიის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იორდანიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა, ასევე, საქართველოსთვის, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის, სადაც ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება.