შალვა პაპუაშვილი: იმდენად ბანალური გახდა რადიკალური ოპოზიციის ქმედებები, რომ კომენტირებაც რთულია

„იმდენად ბანალური გახდა რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და იმდენად წინასწარგანჭვრეტადია ეს ქმედებები, რომ ამაზე კომენტირებაც რთულია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას.

პაპუაშვილის თქმითვე, ოპოზიცია პოლარიზაციის გაღრმავებისკენ დგამს ნაბიჯებს.

„იმდენად ბანალური გახდა რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და იმდენად წინასწარგანჭვრეტადია ეს ქმედებები, რომ ამაზე კომენტირებაც რთულია. ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ 23 ივნისს პირველ რეკომენდაციად დეპოლარიზაცია გაწერა, მეორე დღეს, 24 ივნისსვე ჩატარდა აქცია, რომელმაც საქართველოს პარლამენტს ულტიმატუმი წამოუყენა. ნაცვლად იმისა, რომ დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი გადაედგათ, პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისა და რადიკალიზაციისკენ გადადგეს ნაბიჯი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები