ლორა თორნტონი: ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია – საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები აქვს გასატარებელი

“საქართველოს გზა ევროატლანტიკურია. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები აქვს გასატარებელი”, – ამის შესახებ “დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი აცხადებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია და მათი შესრულება აუცილებელია.

„ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული – მთავრობაც და ოპოზიციაც.  რეკომენდაციების ყველა პუნქტი ერთნაირად მნიშვნელოვანია. უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს გზა ევროატლანტიკურია. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები აქვს გასატარებელი“, – აცხადებს თორნტონი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები