ლიტვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი მიიჩნევს, რომ ამჟამად რუსეთთან მოლაპარაკება არ ღირს, რადგან ეს არის კრემლისთვის კონფლიქტის გაყინვის შანსი.
ამის შესახებ დიპლომატმა Twitter-ში დაწერა.
„კრემლი მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დენთი ამოეწურათ და სურთ ოკუპირებული ტერიტორიების გაყინვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეთ სუნთქვის საშუალება. დიდი იმედებია იარაღის მიწოდების გაზრდაზე, განსაკუთრებით – ამერიკული “ლენდ-ლიზის” წყალობით. უკრაინა რუსეთისგან უნდა გაიწმინდოს და წერტილი“, – ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა.