მამუკა მდინარაძე: საერთოდ არ გვიკვირს არავის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რამენაირად, თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას

“დღეს ყველაზე საშინელი სისტემის შემქმნელის უფლებაც კი ბოლომდე, ზედმიწევნით არის დაცული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არავის უკვირს, რომ სააკაშვილი ცდილობს, მართლმსაჯულებას თავი რამენაირად დააღწიოს.

„თუკი რაიმე ჯანმრთელობის პრობლემები ექნება მას, სერიოზული თუ ნაკლებად სერიოზული, დარწმუნებული ვარ – ძალიან კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან. მის ციხეში რასაც უკეთებდნენ ადამიანებს, მსგავსი არც მოაფიქრდება ვინმეს. გონებაშიც არ გაივლებს არავინ,  უბრალოდ სიტყვაც კი უთხრან ისეთი, რომ მას რაიმე უფლება შეეზღუდოს ან შეელახოს. დღეს ამ სისტემის შემოქმედს ყველაზე მაღალკვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან, ყველა უფლება ექნება დაცული იმისათვის, რომ კონტრასტი იყოს აშკარა. დღეს ყველაზე საშინელი სისტემის შემქმნელის უფლებაც კი ბოლომდე, ზედმიწევნით არის დაცული.

საერთოდ არ გვიკვირს არავის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რამენაირად, თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები