ინდოეთში წყალდიდობას 35 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის აღმოსავლეთ რეგიონებში წყალდიდობას 35 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე რთული მდგომარეობა ოდიშას შტატშია, სადაც სტიქიამ 15 ათასი სახლი თითქმის მთლიანად დაანგრია.
სტიქიის ზონაში ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი წყლის ქვეშაა მოქცეული. სამაშველო სამსახურებმა 70 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. სულ სტიქიის ზონაში 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. რეგიონებში ახლა მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.