ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, შედეგები 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

„დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე).

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/ , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. გისურვებთ წარმატებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები