დიდი ბრიტანეთი: ჩვენ ერაყში ,,ბოევიკების“ პოზიციების დაბომბვაში მონაწილეობას არ მივიღებთ
დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადა საავიაციო ოპერაციაში მონაწილეობაზე, რომლის დროსაც უნდა განხორციელებულიყო წერტილოვანი ავიადარტყმები ერაყში ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა ,,ბოევიკები“ აკონტროლებენ. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიასთან შეხვედრის დროს ოფიციალურად განაცხადა.
როგორც უკვე ვიცით, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამას თქმით, ამერიკის სამხედრო – საავიაციო ძალები ,,ბოევიკების“ პოზიციებზე წერტილოვანი ავიადარტყმების განხორციელებას აპირებენ. საავიაციო ოპერაციის შედეგად ათასობით მშვიდობიანი ერაყელი განთავისუფლდება, რომლებიც ამჟამად ტერორისტი ისლამისტების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან.